კომპანია „მეტრო სერვის +“ ავტობუსის, მეტროსა და საბაგიროს მომხმარებელს სთავაზობს Android-ისა და IOS პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონებისთვის მობილურ აპლიკაციას, რომლის გამოყენება სხვადასხვა სერვისისთვის არის შესაძლებელი.
მგზავრობის დაგეგმვა
- დაგეგმეთ საუკეთესო მარშრუტი თქვენი ადგილმდებარეობის (სმარტფონის GPS სისტემა), ქუჩის სახელის, გაჩერების სახელის, ან რუკის დახმარებით.
გაჩერებები
- გაჩერების არჩევა შესაძლებელია ადგილმდებარეობის (სმარტფონის GPS სისტემა), ქუჩის სახელის, გაჩერების სახელის, ან რუკის დახმარებით.
ონლაინ ავტობუსი
- შეიყვანეთ მარშრუტის ნომერი და ნახეთ თუ სად მდებარეობს ავტობუსი როგორც სიის, ასევე რუკის მეშვეობით.
- უახლოესი გაჩერების არჩევა შესაძლებელია გაჩერების სახელით ან ID ნომრით.
ბილეთის შეძენა
- ჩარიცხეთ მობილური აპლიკაციის ელექტრონულ საფულეზე თანხა საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალის დახმარებით, შეიძინეთ ბილეთი ტრანსპორტის ტიპის მიხედვით და გამოიყენეთ იგი QR კოდის, ან NFC-ის დახმარებით.
ინფორმაცია
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ტარიფები
- მეტრომანი
- სამუშაო საათები