საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

„პირველი ფაზა [‘’საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის პლატფორმის დაფუძნება პარლამენტში’’] იყო ძალიან წარმატებული, ამ ახალი პროექტის მიზანია დაწყებული საქმის გაგრძელება და მე დარწმუნებულ ვარ, რომ პროექტის მეორე ფაზა ასეთივე წარმატებული იქნება… ამ პროექტის საფუძველზე უზრუნველყოფილი იქნება ინფორმირებული დიალოგი მხარეებს შორის, რათა ეფექტურად წარიმართოს კანონშემოქმედებითი პროცესი და განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა, რაც იქნება დაკავშირებული შესაბამისი რეფორმების განხორციელებასთან.“