მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, “მეტრო სერვის +”–ი თბილისის მიკროავტობუსებშიც ოპერირებს.
2011 წელს „მეტრო სერვის+“-მა 10 წლიანი ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა თბილისის მიკროავტობუსების მმართველ 4 კომპანიასთან, რის საფუძველზეც განხორციელდა საბარათე სისტემის დანერგვა თბილისის 2 000-მდე მიკროავტობუსში.
მგზავრობის ღირებულება 0,80 ლარს შეადგენს. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც სამგზავრო ბარათი „მეტრომანი“-თ, ასევე საქართველოს ბანკის ბარათებითა და შეღავათიანი ტარიფის მქონე სამგზავრო ბარათებით.