თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას დაემატა აბონემენტის ტიპის ბარათი, რომლის შეძენა შესაძლებელია „მეტრო სერვის პლიუსი“-ს მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკი“-ს ექსპრეს სერვის ცენტრებში. ბარათის ღირებულებაა 2 ლარი.
აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ წერტილებში:
· თბილისის მეტრო
· თბილისის ავტობუსი
· თბილისის ლურჯი მიკროავტობუსი
· უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო გზა
აბონემენტის პაკეტებია:
· 1 დღიანი – 3 ლარი
· 1 კვირიანი – 20 ლარი
· 1 თვიანი – 40 ლარი
· 3 თვიანი – 100 ლარი
· 6 თვიანი – 150 ლარი
· 1 წლიანი – 250 ლარი
სასურველი პაკეტის შეძენა შესაძლებელია „მეტრო სერვის პლიუსი“-ს მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკი“-ს თვითმომსახურების ტერმინალის საშუალებით;
ბარათი არის უვადო და სასურველი პაკეტის გააქტიურება მრავალჯერადად არის შესაძლებელი;
აბონემენტით სარგებლობის დღიური ლიმიტია 20 გასვლა;
შეზღუდულია აბონემენტის იგივე ტრანსპორტში განმეორებით გამოყენება გადახდიდან 15 წუთის განმავლობაში.