თბილისის მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 2017 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა. სადგურის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ექსპრეს ტექნოლოგიების” გენერალური დირექტორი ირაკლი კოდუა და “მეტრო სერვის +” –ის დირექტორი დავით ლიპარტელიანი დაესწრნენ.
მეტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. კომპანია „მს+“ –მა მეტროთი მგზავრობის საფასურის თანამედროვე და უნივერსალური გადახდის სისტემით უზრუნველყო. დღეისათვის თბილისის მეტროსადგურით 350–400 ათასი ადამიანი სარგებლობს. „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტროსადგურის ამუშავებით, დღეში დამატებით 15 ათასზე მეტ მგზავრს დანიშნულების ადგილზე მისვლა უადვილდება.